20:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 18:37:28, 2792 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სტოლტენბერგი: ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ვაღიარებთ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე დღეს საქართველოს საკითხი არ განხილულა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალიანსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების გამო არ წუხს.

„ჩვენ საქართველოს საკითხი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე დღეს არ განგვიხილავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ვითარებით შეწუხებული არ ვართ, რაც ხდება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ვაღიარებთ. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ვაღიარებთ. ვითარებით შეშფოთებული ვართ, რაც ხდება. ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. არსებითი პაკეტი გვაქვს”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაში რუსეთის ელჩიც მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics