|
2017-07-13 11:23:02, 2897 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა ერთიანობას მივაღწიოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. პრემიერმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მისიას მადლობა გადაუხადა. თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება ძალიან რთულია და უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში გაუარესებულია. „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ, დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში",-აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ რუსეთი ოკუპაციას ყოველდღიურად აგრძელებს: „ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ ფონზე, ცხადია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ, რათა მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)