21:09 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 15:59:10, 1166 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა "გაზპრომი" ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში ოფიციალურად დაადანაშაულა

ევროკომისიამ რუსულ ნავთობკომპანიას "გაზპრომს" ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევასთან დაკავშირებით ბრალდება ოფიციალურად წაუყენა.
კონკურენციის საკითხებში ევროკომისარის, მარგარეტ ვესტაგერის განცხადებით, "გაზპრომი" რეგიონში თავისუფალი კონკურენციის პირობებს არღვევს.
უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული ნავთობკომპანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთს, უნგრეთსა და რეგიონის კიდევ ექვს ქვეყანას ბუნებრივი აირის ფასს უზრდის.
„აღმოვაჩინეთ, რომ "გაზპრომს" შესაძლოა, ხელოვნური ბარიერები შეექმნა გაზის მიწოდებისათვის ცენტრალური ევროპის ქვეყნების გავლით, რაც თავისუფალი კონკურენციისთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, "გაზპრომის" ქმედებები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე მიანიშნებს.
რუსულ ნავთობკომპანიას ბრალდებაზე პასუხის გასაცემად 12 კვირა აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics