|
2017-07-12 13:03:37, 2640 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ელოშვილი: ყველა ნაბიჯი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება გადადგმული
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რომელიც ამ პოზიციაზე დღეს დაინიშნა, პრემიერს ნდობისთვის მადლობას უხდის. ელოშვილის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო წარმატებული უწყებაა და ყველაფერს გააკეთებს ამ მდგომარების შესანარჩუნებლად და მიღწევების გასავითარებლად. "მოგეხსენებათ, დღეს დავინიშნე ენერგეტიკის მინისტრად, რაც ჩემთვის არის დიდი პატივი. მინდა პრემიერ-მინისტრს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კახის და ყველა ჩემს კოლეგას, მათი მხარდაჭერით და გვერდში დგომით, დღეს ენერგეტიკის სმაინისტრო არის წარმატებული და მინდა, შევინარჩუნო მაქსიმალურად და განვავითარო ის მიღწევები, რომელიც დღეს არსებობს”,-აღნიშნა ილია ელოშვილმა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ელოშვილის თქმით, ყველა ნაბიჯი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება გადადგმული: „ამის ირგვლივ ვიტრიალებთ შემდეგი წლების განმავლობაში, რადგან ჩვენი რეგიონი გეოგრაფიულად მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევებს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს არა მარტო ენერგოუსაფრთხო, არამედ მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის, ეს მიმართულებებია დამატებითი გენერაციის საკითხები, განახლებადი ენერგიაზე აქცენტირებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ენერგეტიკის კანონი, და სხვა მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ენერგეტიკის სფეროს განვითარებას და წარმატებას", - განაცხადა ელოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)