20:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 14:32:35, 2662 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატებზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის უფროსი გამწესდება არაუგვიანეს სექტემბრისა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

 „თუ რიგგარეშე სესია დაინიშნა, შესაძლოა, რიგ გარეშე სესიაზეც იყოს გამწესებული აუდიტის სამსახურის უფროსი. რაც შეეხება კანდიდატებს, ჯერ-ჯერობით არცერთ კანდიდატს არ ვასახელებთ. ამასთან დაკავშირებით გუნდში გვექნება კონსულტაციები. კონსტიტუციის თანახმად, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, თუმცა გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა იღებს, აქედან გამომდინარე პირველ რიგში გუნდთან გვექნება კონსულტაციები კანდიდატთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics