20:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 13:40:18, 2680 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბაშიძე: ბანერის აღმართვის მიზანია, ქართულმა მხარემ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე დაიწყოს საუბარი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარების ერთ-ერთი მიზანია ქართულმა მხარემ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ.  საზღვრის დემარკაზციაზე დაიწყოს საუბარი.

როგორც აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართული მხარე აღნიშნულ საკითხზე საუბარს არ დაიწყებს.

„საოკუპაციო ხაზთან ბანერების აღმართვას და ზოგადად იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ერთ-ერთი ასეთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე დაიწყოს საუბარი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ამაზე მოლაპარაკებებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალისხმევის 80 პროცენტი ყოველდღიურად ამ უმძიმესი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული“,-განაცხადა აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics