|
2017-07-10 11:46:24, 2607 ნახვა
მსოფლიო
თურქეთ-სირიის საზღვართან სროლა იყო - დაიღუპა 2 პოლიციელი
თურქეთ-სირიის საზღვართან "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრებმა ადგილზე მყოფ სამართალდამცველების თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 2 პოლიციელი დაიღუპა, 1 კი დაშავდა, - ამის შესახებ Dailysabah იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მესაზღვრეები ავტომობილების რიგით შემოწმებას ახორციელებდნენ. "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები ადგილიდან მიიმალნენ, მას შემდეგ რაც პოლიციამ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. მედიის ცნობით, დაჭრილი სამართალდამცველები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორი მათგანი გზაში, მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადგილობრივმა პოლიციამ ტერიტორიის ბლოკირება მოახდინა. ამასთან, ტერორისტების მანქანა ერთ-ერთ რაიონშია ნაპოვნი და სპეცოპერაცია მიმდინაროებს. ცნობისთვის, "ქურთისტანის მუშათა პარტია" თურქეთში, ამერიკის შეერტებული შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, წლების განმავლობაში 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცველები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფების დანაკლისმა 10 000 ე.წ. ბოევიკი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)