21:43 - 28 May, 2026
|
2017-07-09 18:24:30, 2798 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში რჩება
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში პრობლემის მოგვარებამდე ძალაში რჩება“,-ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. „სანქციები ძალაში რჩება სანამ უკრაინასა და სირიაში პრობლემები არ მოგვარდება“ - წერს ტრამპი. ამასთან, ტრამპის განცხადებით, „დიდ ოცეულზე“ რუსეთის პრეზიდენტთან მოლპარაკებების დროს სირიის გარკვეულ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა. „ახლა დადგა დრო რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის კუთხით წინ წავიწიოთ“, -აღნიშნა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ ფარგლებში შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)