21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 10:24:07, 2665 ნახვა

მსოფლიო
ვენესუელის პრეზიდენტის მხარდამჭერები პარლამენტში შეიჭრნენ და ოპოზიციას თავს დაესხნენ

ვენესუელის პარლამენტში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები შეიჭრნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, არეულობა იმ დროს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტი ვენესუელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდიოდა. 

მედიის ცნობით, ეროვნული ასამბლეის შენობასთან აქცია დაიწყო, მოგვიანებით კი მისი მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ. შედეგად, რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის შენობაში 350–მდე ადამიანი აღმოჩნდა ბლოკირებული. 

შეგახსენებთ, რომ ეს ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. პარალელურად კი ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ვერტმფრენიდან ყუმბარები დაუშინეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოდიოდა. მომხდარი პრეზიდენტმა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics