21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 10:16:44, 2538 ნახვა

მსოფლიო
ნიკი ჰეილი: აშშ-ი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს

გაეროში ამერიკის შეერტებული შტატების ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, ამერიკა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.

ჰეილიმ ფხენიანის მიერ ბირთვული რაკეტის გამოცდას მკვეთრი სამხედრო ესკალაცია უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი რეზოლუციის შემუშავების საკითხს დააყენებს. გარდა ამისა, მისივე თქმით, აშშ-მა, შესაძლოა, სავაჭრო შეზღუდვები აამოქმედოს. 

„აშშ-ი მზად არის, საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა გულისხმობს ჩვენს დიდ სამხედრო ძალას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ, მაგრამ ახლა გვირჩევნია ამ მიმართულებით არ წავიდეთ“,  - განაცხადა ჰეილიმ.

ამასთან, საფრანგეთის ელჩმა გაერო-ში ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს, რომელიც სანქციების გამკაცრებისკენ იქნება მიმართული. 

აშშ-ის ელჩმა გაერო-ში ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, სავაჭრო ურთიერთობა გაწყვიტოს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებს გააგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა 4 ივლისს წარმატებით გამოსცადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics