21:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 11:26:19, 2780 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - „კიმ ჩენ ინს მეტი საქმე არ აქვს?! ჩინეთი ამ აბსურდს ბოლოს მოუღებს“

ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რაკეტა ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროდან გაუშვეს, მან 37წუთი იფრინა, რა დროსაც 900 კილომეტრის მანძილი დაფარა და იაპონიის ზღვაში, ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

როგორც მედია წერს, ოფიციალური ტოკიო მომხდარს გაერო-ს უშიშროების რეზოლუციის დარღვევად მიიჩნევს. ფხენიანის ქმედებას სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ გამოცდებს სეული, ტოკიო და პეკინი აღარ შეურიგდებიან.

"ამ ბიჭს (კიმ ჩენ ინს) მეტი საქმე არ აქვს?! სავარაუდოდ ჩინეთი სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს და ამ აბსურდს ბოლოს მოუღებს", - დაწერა ტრამპმა Twitter-ში. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ უკვე 11 რაკეტა გაუშვა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics