|
2015-04-21 14:41:37, 5364 ნახვა
კულტურა
ანსამბლმა „ოდოია“-მ პარიზში საქველმოქმედო კონცერტი გამართა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით 5 აპრილს პარიზში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. კონცერტის ინიციატორები საფრანგეთის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარის არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკი და ასოციაცია " თამარიონი"იყვნენ. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა შემსრულებლებმა, ასევე საქართველოდან ჩამოსულმა სხვსდასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა. საქველმოქმედო ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო კულტურის ცენტრ ,,ოდიშთან’’არსებულმა ვაჟთა ანსამბლმა ,,ოდოიამ’’, რომელმაც დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. კონცერტზე ანსაბლმა „ოდოიამ“ სიმღერის „მე დავბრუნდები“ პრეზენტაცია გამართა. სიმღერის შესრულებამ განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია მსმენელებში. ემიგრანტებისთვის პეზენტაცია სევდისა დაცრემლების მომგვღელი აღმოჩნდა.სიმღერა არქიმანდრიტ ანტონის ლოცვა კურთხევით შეიქმნა.სიმღერა საგანგებოდ საქართველოდან წასული ემიგრანტებისთვის დაიწერა.სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორია მაია ჩიტაია. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად საქართველოში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)