21:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 10:55:43, 2865 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპის მრჩეველს, კარდინალ ჯორჯ პელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

 

ფინანსურ საკითხებში რომის პაპის მრჩეველს და ავსტრალიაში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელს, კარდინალ ჯორჯ პელს სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჯორჯ პელი ვატიკანის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელსაც სექსუალური ხასიათის ბრალდება აქვს წაყენებული.

ამასთან, ადგილობრივი საგამოძებო ორგანოები კონკრეტულ ფაქტებს და პიროვნებებს, რომლებზეც კარდინალი სავარაუდოდ ძალადობდა არ ასახელებენ.

სამართალდამცველების თქმით, კარდინალის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარია დაწერილი. ავსტრალიის კათოლიკური ეკლესია აცხადებს, რომ ჯორჯ პელი თავის დანაშაულს არ აღიარებს და აპირებს "საკუთარი სახელი მსგავსი ბრალდებებისგან განწმინდოს".

მედიის ცნობით, კარდინალი ვალდებულია 18 ივლისს მელბურნის სასამართლოში წარსდგეს. მასთან ერთად სასამართლოს კარდინალის პირადი ექიმიც დაესწრება.

კარდინალი პელი ავსტრალიიდან ვატიკანში 2014 წელს გაიწვიეს და ფინანსური საკითხების მართვა ჩააბარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics