22:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 12:00:34, 981 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ფართომასშტაბიან წვრთნებს გეგმავს

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა ფართომასშტაბიანი ე.წ. ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ apsny.ru იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სწავლების მიზანი არამხოლოდ ოკუპირებული რეგიონის სამხრეთ-დასავლეთში შესაძლო აგრესიასთან გამკლავება და თავიდან აცილებაა, არამედ ერთობლივი ე.წ. წვრთნების ჩატარება.

"შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მოზიდვით, გაერთიანებული დაჯგუფება შეიმუშავებს გეგმას, პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად - ეს იქნება ზღვიდან თუ სხვა ნებისმიერი შესაძლო მიმართულებებიდან დღის და ღამის რეჟიმში. მიმდინარე წელს სულ 100-ზე მეტი სწავლებაა დაგეგმილი, როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, ასევე ერთობლივი წვრთნები“, - ნათქვამია რუსული მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის,  მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ოკუპირებულ რეგიონში არაერთი ე.წ. სწავლება ჩატარდა. მათ შორის, დესანტის მონაწილეობით. რუსული სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაში გამოყენებული იყო შეიარაღების ახალი მოდელები, ჩართული იყო 300 სამხედრო მოსამსახურე და 40 ერთეული ტექნიკა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics