19:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 16:47:03, 2499 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: შოთაძის არგუმენტი არ არის იმის საპირწონე, რომ გამოძიების შუალედური შედეგები არ გამოქვეყნდეს

აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანელ კოლეგებს აფგან მუხთარლის დაკითხვისა და აზერბაიჯანში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართეს.

ადვოკატის შეფასებით, ირაკლი შოთაძის განცხადება და არგუმენტი  არ არის იმის საპირწონე,  რომ  გამოძიების შუალედური შედეგები არ გამოქვეყნდეს:

" ვინაიდან ის, რაც აფგან მუხთარლის შეუძლია უთხრას  გამოძიებას,  დეტალურად აქვთ აღნიშნული თავის ჩვენებაში  ლეილა მუსტაფაევას გადმოცემით. რაიმე ახალი გარემოება აფგან მუხთარლიზე ცნობილი ვერ გახდება. თუ რაიმე დამატებითი კონკრეტული კითხვა აქვს გამოძიებას, შეიძლება ირიბი მოწმის ჩვენებით ეს ინფორმაცია იყოს მიღებული გამოძიებისთვის. ამდენად,  მნიშვნელოვანია, თუ ქართველი გამომძიებლები დაკითხავენ აფგან მუხთარლის, მაგრამ ეს არ წარმოადგენს არავითარ შემაფერხებელ, ან დამაბრკოლებელ გარემოებას მიმდინარე გამოძიებისათვის, თუ არის ასეთი გამოძიება,"-აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics