19:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 13:02:32, 2563 ნახვა

სამართალი კომენტარი
მიხეილ ჩინჩალაძე: სასამართლო დღეს გავლენებისგან იმდენად თავისუფალია, როგორც არასდროს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.

ჩინჩალაძის განმარტებით, საბჭოში დაგეგმილი ცვლილებები სასამართლო სისტემაში არსებულ დამოუკიდებლობას უფრო წინ წაწევს.

"ყოველი იუსტიციის საბჭოს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იცვლება, აქვს თავისი გამოწვევები. ვფიქრობ, რომ კიდევ უნდა განახლდეს საბჭო, ახალი სახეები უნდა შემოვიდნენ და შესაბამისად, ძალიან პოზიტიური მოლოდინი მაქვს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო წინ წაწევს დამოუკიდებლობას ახალ საბჭოში. სასამართლო დღეს გავლენებისგან არის იმდენად თავისუფალი, როგორც არასდროს არ ყოფილა", - აღნიშნა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი, საბჭოს მდივანი და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრები უნდა აირჩიონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics