21:01 - 28 May, 2026
|
2017-06-22 14:30:48, 2817 ნახვა
მსოფლიო
საქართველოს საზღვართან დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს
საქართველოს საზღვართან დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ MeydanTV იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. "საზღვარზე დამაკავეს. მითხრეს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა გადამცენ, რადგან ძებნაში ვიმყოფები. განყოფილებაში მითხრეს, რომ არაფერი იციან. მხოლოდ ის ვიცი, რომ აზერბაიაჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილიდან გასცა განკარგულება, რომ მე ქვეყნის ტერიტორია არ უნდა დამეტოვა. ამის მიზეზი არ ამიხსნეს. მითხრეს, რომ ბაქოში უნდა დავბრუნდე", - აღნიშნა ჟურნალისტმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს საზღვართან დღეს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)