13:55 - 26 May, 2026
|
2015-04-19 13:39:33, 1324 ნახვა
სამხედრო
დოდო გუგეშაშვილი: უკრაინელი სამხედროები ამბობდნენ, რომ გიორგი ჯანელიძე ძალიან გმირულად იბრძოდა
„უკრაინელი ჩემი თანამებრძოლები ამბობდნენ, რომ გიორგი ჯანელიძე ძალიან გმირულად იბრძოდა“,- ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უკრაინული ორგანიზაცია „უნა-უნსოს“ წარმომადგენელმა საქართველოში, პოლკოვნიკმა, დოდო გუგეშაშვილმა განუცხადა. გიორგი ჯანელიძე ბატალიონ „აზოვში“ მოხალისედ მსახურობდა. „ჩემს უკრაინაში ყოფნაში, ჩემი თანამებრძოლი უკრაინელებისაგან მივიღე ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი ქართველი, რომელიც დაბრუნდა თურქეთიდან, მივიდა ბატალიონ „აზოვში“, იქ ჩაირიცხა როგორც მოხალისედ. ამბობდნენ, რომ ის ძალიან გმირულად იბრძოდა“,-განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში გუშინ დაიღუპა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)