18:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 10:50:25, 1979 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ზაზა ფაჩულიას გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოეული გულშემატკივრის გამარჯვებაა

„NBA-ს ქართველი ჩემპიონი ჰყავს ! ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზაზა ფაჩულიას გამარჯვებას.

კობახიძის განცხადებით, ფაჩულია არის პროფესიონალი, რომელმაც მრავალმილიონიან კონტრაქტზე უარი თქვა დ ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავის ახალ გუნდთან ერთად გააგრძელა.

„NBA-ს ქართველი ჩემპიონი ჰყავს! ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა თავის გუნდთან ერთად!

ზაზა ყოველთვის იყო და არის ბრძოლის, თავდადებისა და თავისი ქვეყნისადმი სიყვარულის სიმბოლო, ამიტომ, მისი გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოეული გულშემატკივრის გამარჯვებაა.

ის არის პროფესიონალი, რომელმაც მრავალმილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავის ახალ გუნდთან ერთად გააგრძელა.

ზაზა არის სიმბოლო, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი და გულშემატკივრის სიყვარული არის მთავარი! თავისი კარიერით და საქმიანობით ის შთააგონებს და სტიმულს აძლევს მომავალ თაობებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომ შეუძლებელი არაფერია და მათაც, ერთ დღეს, შესაძლოა, ოცნების გუნდის მაისურში გამოწყობილებს, ჩემპიონის ბეჭედი გადაეცეთ“,-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics