18:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 17:00:59, 1999 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: მაქვს მეილი, სადაც თომას მარკერტი მიდასტურებს, რომ დასკვნა პრეზიდენტსაც გაეგზავნა

მაქვს მეილი, სადაც მიდასტურებს ბატონი თომას მარკერტი, რომ როგორც კი გამოეგზავნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტსაც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

ჩუხოშვილის თქმით, მას აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან შეუძლია. 

„ჩვენ იმ პირობას ვასრულებდით, რა პირობაც ვენეციის კომისიისთვის გვქონდა მიცემული. ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ არ აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია მიღებული, უბრალოდ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მეც ის ინფორმაცია გავაჟღერო, რაც მაქვს. ვინაიდან მე ვარ საკონტაქტო პირი ვენეციის კომისიისთვის საკონსტიტუციო კომისიიდან. მე მაქვს ის მეილი, სადაც მიდასტურებს ბატონი თომას მარკერტი, რომ როგორც კი გამოეგზავნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტსაც. თუ ვინმეს აინტერესებს, ტელეფონში მეილი მაქვს და შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს გავუზიარო“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებაში ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი არის ის, რომ წერტილი ესმება სრულყოფილ სისტემას, სრულყოფილი ხდება საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი. 

ცნობისთვის, მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი დოკუმენტი არ მიუღია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics