20:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 13:28:38, 2490 ნახვა

მსოფლიო
ირანის უშიშროების სამსახური: დღეს თეირანში რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი შევიდა

ირანის უშიშროების სამინისტროს კონტრ-დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს თეირანში რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი შევიდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა ერთ-ერთი დაჯგუფების განეიტრალება ტერორისტული თავდასხმის განხორციელებამდე შეძლეს, თუმცა თავდასხმა პარლამენტსა და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე, ორმა ჯგუფმა განახორციელა. 

როგორც მედია წერს, თავდამსხმელები ირანის პარლამენტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირანის დედაქალაქ თეირანში პარლამენტის შენობაში ტერორისტები შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა შენობაში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძევლად 5 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაირუპა, მათ შორის დაცვის ერთი წევრი. პარალელურად კიდევ ერთი თავდასხმა იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე განხორციელდა, სადაც ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაშავდა 5 ადამიანი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics