|
2015-04-17 13:23:36, 498 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების მატება შეჩერებულია
„ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასები სტაბილურია და მატება არ შეინიშნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ, ლარის გაუფასურების გამო, მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო თვეში მედიკამენტებზე ფასების კლება ფიქსირდება. „თვეში ორჯერ, ჩვენ ფასების მონიტორინგს ვაწარმოებთ. იმ პერიოდში, როდესაც ლართან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობდა, შევძელით, ძირითად მედიკამენტებზე ფასები მეტნაკლებად შეგვენარჩუნებინა. არავისთვის დაგვიძალებია, რომ ფასები არ გაეზარდათ. ამ ეტაპზე ბაზარზე ფასები სტაბილურია. იმ პერიოდში, დაახლოებით 500-600 დასახელების მედიკამენტი 10-15%-ით გაძვირდა, თუმცა შემდეგ ზრდა შეჩერდა და ამ ეტაპისთვის არანაირი მატება აღარ შეინიშნება, პირიქით, ზოგიერთმა სააფთიაქო ქსელმა, ბოლო პერიოდში, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები შეამცირა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)