20:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 09:37:17, 2046 ნახვა

მსოფლიო
პოლიციამ ლონდონში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავა

ლონდონის ხიდზე განხორციელებული თავსხმის გამოძიების ფარგლებში, სკოტლანდ იარდმა დღეს, გამთენიისას ქალაქის აღმოსავლეთით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მამაკაცი ტერორისტული აქტის მომზადებისა და წაქეზების ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

სამართალდამცავი უწყების განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე ჩხრეკის ოპერაცია გრძელდება.

ცნობისთვის, რამდენიმე საათით ადრე კი, ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ტერაქტის მესამე შემსრულებლის ვინაობა დაასახელა. ხოლო,  გუშინ ლონდონის პოლიციამ ტერაქტის მოწყობაში ორი ბრალდებულის ვინაობა დაასახელა. ესენი არიან: 27 წლის ჰურამ შაზად ბატტი და 30 წლის რაშიდ რედუანი. სკოტლანდ იარდის ცნობით, ორივე ბრალდებული ლონდონის მკვიდრია.

შეგახსენებთ, შაბათს  ლონდონში ინციდენტი  ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს  სავაჭრო  უბან  Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ტერორისტული აქტის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics