20:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 14:42:42, 2459 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა 130 პირისთვის, მათ შორის ფეთჰულა გიულენისთვის, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება 130 პირისთვის, მათ შორის მუსლიმი მქადაგებლისთვის ფეთჰულა გიულენისთვის, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება სამთავრობო გაზეთ Resmi Gazetе-ში გამოქვეყნდა.

როგორც Anadolu იტყობინება, თუ აღნიშნული პირები თურქეთში 3 თვის განმავლობაში არ დაბრუნდებიან, მათ მოქალაქეობა ჩამოერთმევათ.

მედიის ცნობით, სიაში ის ადამიანები არიან, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, გასული წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 16 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულს მრავალი აქცია და დაკავებები მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლება მომხდარის ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. ამჟამად გიულენი აშშ-ში ცხოვრობს, ხოლო ამერიკა მის ექსტრადირებაზე უარს აცხადებს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics