20:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 15:59:05, 2366 ნახვა

მსოფლიო
მაკედონია რუსეთს პროპაგანდის გავრცელებასა და განხეთქილების პროვიცირებაში ადანაშაულებს

მაკედონიის კონტრდაზვერვის სამსახური რუსეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში, პროპაგანდის გავრცელებასა და განხეთქილების პროვოცირებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Krik.rs ჟურნალისტური გაერთიანების “ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის პროექტის” მიერ მოპოვებულ სადაზვერვო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვის სამსახურები, რუს დიპლომატებთან ერთად, მაკედონიისა და ბალკანეთის სხვა სახელმწიფოების პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ, იმისათვის რომ მათი ნატო-ში გაწევრიანების პრევენცია მოეხდინათ. 

რუსეთმა სადაზვერვო მონაცემები მას შემდეგ გაააქტიურა, რაც ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფომ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. მაკედონია ნატო-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და შესაბამისად აღნიშნულ ბრალდებებს ეს ფაქტიც ამყარებს.

როგორც Krik-ი წერს, მაკედონიის დაზვერვას რუსეთის საქმიანობის ერთ-ერთ შედეგად 2014 წლის მოვლენები მოჰყავს, როდესაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მაკედონია არ შეუერთდა და გადაწყვეტილება ეკონომიკური მიზნებით ახსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics