20:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-04 10:56:38, 2444 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში მომხდარ ინციდენტებში მონაწილე სამი სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ლონდონში მომხდარ ინციდენტებში მონაწილე სამი სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინციდენტების შედეგად, რომელსაც პოლიციაკმ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, ბოლო მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 48 დაშავდა.

მომხდარს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. მან შაბათ საღამოს მოვლენებს „საშინელი“ უწოდა, ხოლო ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა- "სასტიკი და შოკისმომგვრელი".

შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში ინციდენტი  ორ ადგილას მოხდა.

თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს  სავაჭრო  უბან  Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics