17:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 10:41:41, 2166 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: მივხვდი რატომ აქვს საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია

„2016 წელს საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი და მაშინ მივხვდი, საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია რატომ აქვს, ასეთი ლამაზი ქვეყნისა და სტუმარ-მასპინძლის“, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ სასტუმრო „ჰუალინგში“  ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის პირველი სესია, რომელიც საქართველოში გაიმართა. ბატონო ირაკლი, თქვენ და თქვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არაჩვეულებრივი შრომა გასწიეთ და ეს წარმატებული სესია ჩაატარეთ. მადლობელი ვართ, რაც ამ დღეების განმავლობაში გაკეთდა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ოქტომბერში კიდევ ჩამოვიდე. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი და მაშინ მივხვდი, საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია რატომ აქვს, ასეთი ლამაზი ქვეყნისა და სტუმარ-მასპინძლის. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამ რეპუტაციას მართლაც ამართლებს. ახალგაზრდა მოხალისეები გვყავს, რომლებიც გვეხმარებოდნენ და მათ მადლობას ვუხდი, მათ ნამდვილად დიდი შრომა გასწიეს“, - განაცხადა პაოლო ალიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics