16:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 17:49:40, 2135 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალურ აუდიტორად ნარმანიას შესაძლო დანიშვნაზე კონსულტაციები არ ჰქონია

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ არ გაუმართავს.

შესაბამისად, ირაკლი კობახიძე გენერალურ აუდიტორად თბილისის მერის, დავიტ ნარმანიას კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება ჯერ ნაადრევია:

“რაც შეეხება ნარმანიას შესაძლო დანიშვნას, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება ნაადრევია. კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით არ მქონია. გენერალური აუდიტორის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა. გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ კითხვაზე-შესაძლოა თუ არა დაინიშნოს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე, აღნიშნა, რომ ეს ვერსიაც განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics