16:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 13:46:23, 1932 ნახვა

კომენტარი
ირმა ინაშვილი: გელა მიქაძე სამართლებრივ ბრძოლას აპირებს, რათა სიმართლე დადასტურდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, დეპუტატი გელა მიქაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას რათა დადასტურდეს სიმართლე.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, თემა ძალიან საჩოთიროა და საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია. 

„გელა მიქაძე არის ძალიან მცოდნე, კომპეტენტური ბიზნესმენი, ეკონომისტი. სასარგებლოა ასეთი დეპუტატი გუნდისთვისაც და პარლამენტისთვისაც. ეს თემა ძალიან საჩოთიროა. ბევრი კითხვის ნიშანია. ამირა, რომელიც თავად არის ამ საქმის ფიგურანტი და ამ საამიროში სასამართლოს თავმჯდომარე, ასეთ განაჩენებს ევროპა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გელა მიქაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას, რათა დადასტურდეს სიმართლე“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას, ფულადი სახსრების მითვისებისთვის, დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრს, დეპუტატ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლო 17,2 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics