19:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 01:36:27, 2479 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულამდე გაიზარდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე, ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულამდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საფრთხის დონის მატება იმის მიმანიშნებელია, რომ უახლოეს პერიოდში, მორიგი ტერაქტია მოსალოდნელი. 

ცნობისთვის, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მიიღეს.

როგორც მედია წერს, ამ დრომდე, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის - სერიოზული დონე მოქმედებდა, რომელიც 2014 წელს შემოიღეს და ის ტერაქტის რისკს, როგორც შესაძლებელს გულისხმობდა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო. ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics