21:09 - 26 May, 2026
|
2015-04-15 11:30:53, 1276 ნახვა
მსოფლიო
ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად 400-მდე მიგრანტი დაიღუპა
ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაახლოებით 400-მდე მიგრანტი დაიღუპა. გადარჩენილი მგზავრების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია. გემი ლიბიის სანაპიროდან იტალიისკენ გადაადგილდებოდა. იტალიის სანაპირო დაცვამ 144 ადამიანის გადარჩენა შეძლო. გავრცელებული ცნობით, ტრაგედიიის მიზეზი გემის გადაბრუნება გახდა. გემი ლიბიის სანაპიროს დატოვებიდან ერთი დღის შემდეგ ჩაიძირა. გემზე 550 მგზავრი იმყოფებოდა. ევროკავშირის ინფორმაციით, პარასკევის შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში 7 ათასი მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა. გასული წლის განმავლობაში კი ევროპაში შესვლის მცდელობისას 3 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)