16:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 17:42:05, 2211 ნახვა

სამართალი კომენტარი
ლაშა თორდია: საქმეში, სადაც ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს, დანაშაულის ნიშნები იკვეთება

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, საქმეში,  რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა და სადაც  ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს, დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება.

შესაბამისად, თორდიას განმარტებით, დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება.

“დიახ, არის დანაშაულის ნიშნები, არის კონკრეტულად გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზანმიმართული იყო ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რა თქმა უნდა, ამაზე შემდგომი რეაგირება უნდა გააკეთოს პროკურატურამ იმიტომ, რომ აუდიტის სამსახურის კომპეტენციას უკვე სცილდება, ჩვენ ვერ დავკითხავთ შემდგომ პირებს, ამის უფლებამოსილება არ გვაქვს. უკვე დაკითხვის რეჟიმში გამოვლინდება ვინ, რა, რის გამო გააკეთა ის, რაც გააკეთა”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

შეგახსენებთ, ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics