19:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 14:46:03, 775 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მორიგი ე.წ. შეთანხმება გაფორმდა

სოჭში, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შს სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციას სამინისტროს შორის ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ ე.წ. შეთანხმებას ხელი მოეწერა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "შეთანხმებას" ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ მოაწერა, ხოლო რუსეთის მხრიდან შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. ცენტრის მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლაა. 

"ცენტრის სტრუქტურა და საშტატო განრიგი აფხაზეთის შს სამინისტროს მიერ მტკიცდება. ცენტრი 20 ერთეულად იქნება წარმოდგენილი", - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

"ცენტრის" მოვალეობაში შევა ოკუპირებული აფხაზეთის და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაცია გაცვალოს, ოპერატიული და კრიმინალისტური ღონისძიებები ჩაატაროს და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებზე მონაცემთა ბაზა შექმნას.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics