19:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 18:58:05, 2477 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები შევიდნენ. საფრანგეთის მთავრობას 11 კაცი და 11 ქალი მინისტრი ეყოლება. 

მაკრონმა პირობა დადო მემარჯვენეები და მემარცხენეები გააერთიანოს. 

ეკონომიკის მინისტრის პოსტს ეროვნული კრების დეპუტატი, კონსერვატორი ბრუნო ლე მერი დაიკავებს. 
შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალისტი ჟერარ კოლონი იქნება, რომელიც აქამდე ლიონის მერის თანამდებობას იკავებდა.  კიდევ ერთი სოციალისტი, ჟან ივ ლე დრიანი, რომელიც ამ დრომდე საფრანგეთის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. 
მაკრონის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობის ცენტრისტი, სილვი გულარი დაიკავებს. კულტურის მინისტრის პოსტი ფრანსუაზ ნისენს ერგო. სპორტის მინისტრი ოლიმპიური ჩემპიონი ლორა კოლოვიცი იქნება. 

იუსტიციის მინისტრის პოსტს კიდევ ერთი ცენტრისტი ფრანსუა ბაირუ დაიკავებს. 

სხვა მინისტრები: ანიეს ბუზინი - ჯანდაცვის მინისტრი;მურიელ პენიკო - შრომის მინისტრი; ჟან-მიშელ ბლანკე - განათლების მინისტრი; ჟაკ მეზარი - სოფლის მეურნეობის მინისტრი.

საფრანგეთის ახალი მთავრობის პირველი სხდომა 18 მაისს ჩატარდება. 

ცნობისთვის, საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ედუარდ ფილიპი 15 მაისს დანიშნა.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics