16:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 15:08:11, 1820 ნახვა

კომენტარი
ზურაბ პატარაძე: დავდებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის და მუსლიმი მრევლისთვის იქნება მისაღები

„დავდებთ იმ შედეგს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მუსლიმი მრევლისთვის“,-ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.  

„არანაირი გასაიდუმლოებული შეხვედრა არ გამართულა. ეს არის ჩვეულებრივ მუშა პროექტი. კარგი დიალოგი გვაქვს სამუფთოსთან, არასამთავრობო სექტორთან, ასევე რელიგიის სააგენტოსთან, რომლებთან ერთადაც ვმსჯელობთ. სულ ახლახან, ტარიელ ნაკაიძეს შევხვდი. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გამოსავალს ვნახავთ. ჩვენ დავდებთ იმ შედეგს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მუსლიმი მრევლისთვის“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერიის უარის შემდეგ,  პატარაძე  სამუფთოს წარმომადგენლებს და "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძეს შეხვდა.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობაზე უარი თქვა. გიორგი ერმაკოვის ბრძანება 2017 წლის 5 მაისითაა დათარიღებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics