16:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 15:18:10, 2149 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ფოფხაძე: საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მოცემულობას ირგებს თავის თავზე, ყოვლად უსამართლობაა

„საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ირგებს პოლიტიკურ მოცემულობას თავის თავზე, არის ყოვლად უსამართლობა, რომელზეც ჩვენ ალბათ  ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავცეთ პასუხი ოპონენტებს“, - ამის შესახებ  უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

როგორ ფოფხაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოქმედი კანონმდებლობით მიიღო.

„საუბარი იმაზე, რომ  „ქართული ოცნება“ ირგებს პოლიტიკურ  მოცემულობას თავის თავზე, არის  ყოვლად უსამართლო ბრალდება, რომელზეც ალბათ ჩვენ  ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავცეთ პასუხი ჩვენ ოპონენტებს. იმიტომ რომ  თუ ჩვენ პოლიტიკური მოცემულობა არ გვაკმაყოფილებს, მაშინ როგორ არის ის მოცემულობა, რომელმაც მოგვცა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღეთ მოქმედი  კანონმდებლობით და  დღეს ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ შევქმნათ  ისეთი მოდელი, რომლის პირობებშიც მათაც ექნებათ  საშუალება  უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი  საქართველოს პარლამენტში.  ესე იგი შეგნებულად ვთმობთ იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც ჩვენთვის არის მომგებიანი და უპირატესი  და ვთავაზობთ ოპოზიციას უფრო მეტ  პოლიტიკურ რესურსს“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics