|
2015-04-11 15:27:11, 623 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპატამენტის თანამშრომელს, პოლიციის კაპიტან ლევან გილიგაშვილს შეხვდა და ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება პირადად მიულოცა. მინისტრმა ჩემპიონ პოლიციელს საჩუქრად ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ლევან გილიგაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პელსენში გამართულ ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატზე ლევან გილიგაშვილი 83 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან პირველი ადგილი აიღო და 7 კილოგრამით გააუმჯობესა მანამდე ამ წონით კატეგორიაში, რუსი სპორტსმენის მიერ დამყარებული რეკორდი. მისი სარეკორდო მაჩვენებელი 190კილოგრამია. ლევან გილიგაშვილი სპორტის საერთაშორისო ოსტატია, მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტულები: იგი მსოფლიოს ჩემპიონი,მსოფლიო თასის მფლობელი და საქართველოს 12 გზის ჩემპიონია. 2012 წლის შედეგებით კი მან არაოლიმპიურ სპორტულ სახეობებში საქართველოს ათ საუკეთესო სპორტსმენს შორის მეოთხე ადგილი მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)