15:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 13:59:15, 2236 ნახვა

სამართალი კომენტარი
დეკანოზ მამალაძის მეგობარი: სხდომის დახურვა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებას სიმართლე დაგვიმალონ

მამა გიორგი მამალაძის მეგობრები ე.წ ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დახურვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილოები არიან.

როგორც ჟურნალისტებს გიორგი მამალაძის ერთ–ერთმა მეგობარმა რაულ აგიკიანმა განუცხადა, სხდომის დახურვა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, საზოგადოებისთვის დაემალათ სიმართლე, რომ უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში.

“ასევე, როგორმე საზოგადოებას დაგვიმალონ ის სიმართლე, რომ აბსულტუტურად უსუსური არგუმენტებია საქმეში”,–  აღნიშნა მამალაძის მეგობარმა.

შეგახსენებთ, ე.წ ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შაუმდგომლობის საფუძველზე, სრულად დაიხურა. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, საქმე შეიცავს იმგვარ საკითხებს და პერსონალურ ინფორმაციესბ, რომელთა გამჟღავნებაც მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.

 პროკურატურის არგუმენტაციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, ისინი პირიქით, სხდომის საჯაროობას მოითხოვდნენ თუმცა, საბოლოოდ, მოსამართლემ გადაწვეტილება ბრალდების მხარის სასარგებლოდ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პროცესის დახურვას ეწინააღმდეგებოდა თავად ბრალდებული მამა გიორგი მამალაძეც.

მამალაძის თქმით, სასამართლო  მის პირად ცხოვრებას არ განიხილავს, ბრალდებასთან აკავშირებით კი საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics