15:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 13:53:51, 2094 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება

ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა.

მისივე განცხადებით,  ქუთაისი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი.

"ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება. ქუთაისში საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა იგეგმება და ქუთაისი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი", - განმარტა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს.

ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას კონსტიტუციურ ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.

როგორც ცნობილია, საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს. 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის ერთთვიანი ვადაა განსაზღვრული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics