18:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 13:44:54, 2489 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

თურქეთში სამართალდამცველებმა მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, ქუჩაში გამოსული ადამიანები დააკავეს, - ამის შესახებ France24 იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სხვადასხვა მედია საშუალებით, დაკავებულთა შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად თურქული მედია 70-მდე დაკავებულის შესახებ იუწყება, France24-ის ცნობით, კი 1 ადამიანია დაკავებული. 

მოსახლეობა ტაქსიმის მოედანზე აქციის გამართვას გეგმავდა. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა თურქეთში შრომის პირობების და ანაზღაურების გაუმჯობესებაა. 

ტაქსიმის მოედანი ამ წუთებშიც პოლიციას აქვს გადაკეტილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics