14:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 12:37:52, 2139 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე ქორწინების დეფინიციაზე: „ოცნება“ არასწორი წინასაარჩევნო კამპანიის ტყვეობაში მოექცა

„თავისუფალი დემოკრატები“ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ასახვას მხარს არ უჭერენ.  პარტიის პოზიცია ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ გააცნო.

შავგულიძის აზრით, „ქართული ოცნება“ ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით „არასწორი წინასაარჩევნო კამპანიის ტყვეობაში მოექცა“.

„წინასაარჩევნოდ გააკეთა ასეთი დანაპირები იმ მოტივაციით, თითქოს „ქართული ოცნება“ ზრუნავს ქართულ ოჯახზე, სინამდვილეში, კონსტიტუციაში ამის ასახვის საჭიროება არ არის, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსით აბსოლუტურად მოწესრიგებულია. ამავდროულად ეს სამართლებრივ პრობლემებს აჩენს, ვინაიდან როდესაც კონსტიტუციის რანგში განსაზღვრავ შენ ქალისა და მამაკაცის კავშირად ქორწინებას, ასეთ შემთხვევაში უკვე საჭირო ხდება ძალიან მკაცრი სამართლებრივი რეგულაციების არსებობა. როცა გენდერული იდენტობის სხვადასხვა სახეები არსებობს, ამან შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში სერიოზული სამართლებრივი პრობლემებიც გააჩინოს. ეს იყო მცდარი დანაპირები, არასაჭირო, ასე ბევრ რამეზე შეიძლება იყოს მოსაზრება, მაგრამ ყველაფრის კონსტიტუციით რეგლამენტირება არ უნდა მოხდეს.  დღეს „ქართული ოცნება“ თავად არის ამ დანაპირების ტყვეობაში. ჯერ იყო საუბარი ოჯახთან დაკავშირებით დეფინიციაზე, შემდეგ ქორწინებაზე ჩამოყალიბდნენ“, - განმარტა შალვა შავგულიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics