17:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 19:03:27, 2501 ნახვა

მსოფლიო
სტოკჰოლმში მომხდარი სავარაუდო ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სტოკჰოლმში მომხდარი სავარაუდო ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსხვერპლი შესაძლოა უფრო მეტი იყოს. ინციდენტის დროს 8 ადამიანი დაშავდა.

როგორც The Telegraph-ი წერს, მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული.

ამასთან, პოლიციამ ცენტრალურ სადგურზე მეტროს ხაზები დახურა.

შვედეთის პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოვემ მომხდარს ტერაქტი უწოდა.

სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სტოკჰოლმის ცენტრალურ უბანში სატვირთო ავტომობილი ხალხს დაეჯახა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics