14:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:31:30, 2091 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრეზიდენტის აზრით, პრევენცია, ერთეულ  შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება.

„უახლოეს ხანში თქვენ ამ ტრიბუნიდან  სახალხო დამცველი მოგმართავთ მოხსენებით, რომელშიც ბევრ პრობლემურ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება. სახალხო დამცველი კონსტიტუციური თანამდებობაა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადექვატური რეაგირება, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი და გათვალისწინება ბევრ საფრთხეს აგვაცილებს. გვახსოვდეს, ერთეულ გადაცდომაზე მკაცრი რეაგირება თავიდან აგვარიდებს მახინჯი შემთხვევების, სახელმწიფოებრივად საშიშ ტენდენციებად ჩამოყალიბებას. გვახსოვდეს,  ასეულობით ჩვენი მოქალაქე ელოდება რეაგირებას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, უკანონო პატიმრობის,  სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვის, ხანდაზმულების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, გარემოზე დამაზიანებელი ზემოქმედების თუნდაც ერთეულ შემთხვევებზე. მცდარია შეხედულება თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრევენცია, ერთეული შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics