|
2014-12-31 10:28:57, 3995 ნახვა
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის უფროსი საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე სექტორებს ესტუმრა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო პოლიციის მე-6 სამმართველოს (ბარისახო) სექტორებს: N1 სექტორ ,,მუცოს“, N2 სექტორ ,,შატილს“, N3 სექტორ ,,ტერღას“ და N5 სექტორ ,,ტანიეს“ ესტუმრა. შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი მესაზღვრეების გეგმიურ როტაციას პირადად დაესწრო, მათ მადლობა გადაუხადა წარმატებული მუშაობისთვის, შობა-ახალი წელი მიულოცა და შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით საახალწლო საჩუქრები და პირადი მილოცვა გადასცა. ზურაბ გამეზარდაშვილმა ასევე ისაუბრა 2015 წლის გეგმებზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს თითოეული მესაზღვრის საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება. 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისათვის დამატებითი სახსრები გამოყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის. 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ. საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენდა 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)