|
2017-03-30 15:15:41, 2365 ნახვა
სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საჩივრით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას და დეკანოზისთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო არგუმენტირებული, რადგან არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, დეკანოზი არც ქვეყნიდან წავიდოდა და ვერც მოწმეებზე მოახდენდა ზეწოლას. ამასთან, ადვოკატების განცხადებით, მათ სასამართლომ ასევე უარი უთხრა, დაცვის მხარეს გადასცემოდა აეროპორტიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც მათი ვარაუდით, დეკანოზის ჩხრეკის კადრებია ასახული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)