17:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 12:33:03, 2442 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი ვარშავის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ვარშავის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული, - ამის შესახებ TVN-24 იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით,  დაკითხვა 19 აპრილს უნდა ჩატარდეს.

დონალდ ტუსკი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული. საქმე პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობას ეხება. არსებული ინფორმაციით, ეს თანამშრომლობა პოლონეთის ხელისუფლების თანხმობის გარეშე ხდებოდა.

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დაკითხვაზე მისვლას აპირებს. თუმცა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დონალდ ტუსკისგან ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღიათ. 

ცნობისთვის, პოლიტიკოსი დაკითხვაზე 15 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მან ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასწრების გამო ვერ შეძლო საგამოძიებო ორგანოში მისვლა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics