17:55 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 10:06:17, 597 ნახვა

საზოგადოება
სპორტული ფედერაციები სპორტის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები სპორტულ სამყაროში უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენების გამო  შეშფოთებას გამოხატავენ.  

"სპორტული ფედერაციები, გამოვხატავთ უაღრეს შეშფოთებას საქართველოს სპორტულ სამყაროში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო. ტელეეთერითა და ბეჭდური მედიის მეშვეობით ვისმენთ შეფასებებსა და განცხადებებს, რომელთაც სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და შესაბამისად თითოეული სპორტული ფედერაციის საქმიანობაზე, თანაც ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არავინ არ გვაწვდის შესაბამის ინფორმაციას, არ მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომას, მისი დახურული ფორმატის მიზეზით და პრაქტიკულად უსერიოზულესი გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე. ჩვენ წარმოვადგენთ აპოლიტიკურ ორგანიზაციებს და პოლიტიკური წიაღსვლებით არ ვართ დაინტერესებული, მაგრამ გვაქვს ლეგიტიმური უფლება მოვთხოვოთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს ჩაგვაყენონ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურსში", - ნათქვამია ფედერაციების განცხადებაში.

ამასთან, სპორტული ფედერაციების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" შეკრებას გეგმავენ, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეულნი. 

ფედერაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სამინისტროსა და კომიტეტის წარმომადგენელთა მოსაზრებებს გაეცნობიან და საკუთარ პოზიციასაც დააფიქსირებენ.  განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ძიუდოს, ჭიდაობის, კალათბურთის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულ სპორტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ლევან ყიფიანის  მუშაობა გააკრიტიკეს. ყიფიანმა კი გუსინ უპასუხა, რომ არავის მისცემს უფლებას, ფედერაციების საქმიანობაში ხელი აფათუროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics