|
2017-03-07 23:46:52, 2238 ნახვა
სამართალი
გიორგი აბაშიშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი
ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ვფიქრობთ, რომ ეს ასე უნდა გაგრძელდეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, ევროსასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას. როგორც აბაშიშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებით უყურებს ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. „ძალიან შემაშფოთებელი იყო ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს განცხადებები კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, თუ ჩვენა ქედან შესაბამის დასკვნებს არ გამოვიტანთ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. აბაშიშვილმა აქვე ირაკლი კობახიძის ნათქვამი გააკრიტიკა, რომ სტრასბურგში რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვა საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. „მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები, მე არ ვიცი, რა კომენტარები შეიძლება მოყვეს ამას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს ევროპული არჩევანი და საქართველოს დემოკრატიული არჩევანი და საქართველოში სიტყვის თავისუფლების გამარჯვების“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)