01:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 22:40:53, 2736 ნახვა

სამართალი
კობახიძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას

მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროსასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას.

როგორც მან გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას არანაირი ინტერესები არ ჰქონია. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება.

„ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო რუსთავი2-თან, ვგულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესებს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ "რუსთავი 2 ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გამოდის".

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics