11:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 15:48:36, 2314 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ქუმსიშვილი: „რუსთავი 2” იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, მაგრამ მათ წინააღმდეგ ზომები არ გამოვიყენეთ

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ხელისუფლება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეში არ ერევა. 

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საგადასახადო ხელისუფლებამ ტელეკომპანიის მიმართ შესაბამისი ზომები არ გამოიყენა, მიუხედავად დაგროვილი დავალიანებისა. 

"სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება არ ჩარეულიყო არანაირად ამ დავაში, ჩვენ, როგორც საგადასახადო ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, მიუხედავად იმის, რომ „რუსთავი 2” თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომელთა გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება აღნიშნულ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს", - აღნიშნა ქუმშივლმა. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის განხილვა 2 მარტს ჩაინიშნა. გვარამიას ინფორმაციით, სასამართლოს სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე, „რუსთავი 2“-ის მხარეთა დაუსწრებლად ჩაინიშნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics